ორშაბათი, მარტი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიკახიშვილი, მეძმარიაშვილი და ლომინაძე - მამუკა მდინარაძემ კომიტეტის თავმჯდომარეების სამი ვაკანტური თანამდებობის...

კახიშვილი, მეძმარიაშვილი და ლომინაძე – მამუკა მდინარაძემ კომიტეტის თავმჯდომარეების სამი ვაკანტური თანამდებობის კანდიდატები წარადგინა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეების სამი ვაკანტური თანამდებობის კანდიდატები წარადგინა.

საქართველოს პარლამენტში არის კომიტეტის თავმჯდომარეების სამი ვაკანტური თანამდებობა. დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს 3-ვე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატები. ჩვენ გთავაზობთ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას.

ჩემი ხელმოწერით, საქართველოს პარლამენტს წარედგინება: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – კახი კახიშვილი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ზაზა ლომინაძე. წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს და დარწმუნებული არ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!