სამშაბათი, მარტი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიკარგი ამბები გვაქვს ხარკოვის ოლქიდან - ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

კარგი ამბები გვაქვს ხარკოვის ოლქიდან – ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

უკრაინაში საომარი მოქმედებები უწყვეტად გრძელდება. 59 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმას დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე, მძიმედ არის დაჭრილი ორი მოქალაქე. რუსული ძალების ავიაიერიში განხორციელდა კრამატორსკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე, შენობის უმეტესი ნაწილი დაზიანებულია.

ძლიერი აფეთქებების ხმა და განგაშის სიგნალი ისმოდა მთელი ღამის განმავლობაში ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქებში, მელიტოპოლში და ბერდიანსკში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მძიმე ბრძოლები გრძელდება დნეპროპეტროვსკის ოლქში, რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები განახორციელეს ქალაქ ნიკოპოლზე. შედეგად დაზიანებულია 11 საცხოვრებელი სახლი, ადგილობრივი სკოლა და ელექტროგადამცემი ხაზები. გასული დღე-ღამის განმავლობაში 5-ჯერ დაიბომბა ხარკოვის ოლქი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

“ამ კვირაში კარგი ამბები გვაქვს ხარკოვის ოლქიდან. უკრაინელი მცველების აქტიურობის შესახებ, ალბათ, ყველას გაქვთ ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მეომრებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი განცდა.

ახლა არ არის დრო, დავასახელოთ ის დასახლებები, რომლებშიც უკრაინის დროშა ბრუნდება, მაგრამ დროა მადლობა გადავუხადოთ 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადას, 92-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას და 80-ე სადესანტო თავდასხმის ბრიგადას საბრძოლო მისიების დროს გამოჩენილი სიმამაცისა და გმირობისთვის.ჩვენი სამხედროების ყოველი წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის ზოგად მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ.

რაც მეტი სირთულე, მეტი დანაკარგი ექნებათ ოკუპანტებს, მით უკეთესი იქნება ჩვენი დამცველების პოზიციები დონბასში, მით უფრო საიმედო იქნება ზაპორიჟიეს, მიკოლაივის და დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქების დაცვა, მით უფრო სწრაფად შევძლებთ აზოვის რეგიონისა და მთელი სამხრეთის გათავისუფლებას,”-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!