ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„იქ თეატრი ნამდვილად არის!“ - როგორ ემშვიდობება ზაზა კოლელიშვილი კოლეგას

„იქ თეატრი ნამდვილად არის!“ – როგორ ემშვიდობება ზაზა კოლელიშვილი კოლეგას

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ცნობილი ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ფილტვზე პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში მკურნალობდა, სადაც გარდაიცვალა.

მსახიობი ბოლო პერიოდში თავს სუსტად გრძნობდა. როგორც თავად „პრაიმტაიმს“ ბოლო ინტერვიუში უთხრა, ბევრს ვეწევი… ხშირად ვიღლებიო…

მსახიობს კოლეგები, ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან: 

“მიშა წავიდა! ხათრიჯანად ძმაო,იქ თეატრი ნამდვილად არის!”, – წერს ზაზა კოლელიშვილი.

მიშა გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა “მეტეხის თეატრში”.

გომიაშვილი 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მსახიობს 15 სექტემბერს დაკრძალავენ. 

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!