პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, რომელშიც კონკრეტული...

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, რომელშიც კონკრეტული ვადები იყო გაწერილი თითოეული პრიორიტეტის მიმართ

kompensacia frenebzekompensacia frenebze

 ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, რომელშიც კონკრეტული ვადები იყო გაწერილი თითოეული პრიორიტეტის მიმართ და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული: ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება-,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ასოცირების დღის წესრიგის ერთგულია, რომელშიც გაწერილია საქართველოსა და ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე, 1 ივლისს კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, რომელშიც კონკრეტული ვადები იყო გაწერილი თითოეული პრიორიტეტის მიმართ და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული: ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცაღა, გულისტკენით უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენ ვგრძნობთ ერთგულებას ასოცირების შეთანხმების სრულ ათვისებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, 2027 წლამდე ასოცირების დღის წესრიგის, რომელშიც გაწერილია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები. ეს არის ერთიანი ბაზრის ათვისება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია. დაკავშირებადობის საკითხის წინსვლა, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, ასევე, მთლიანად რეგიონში, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების და იმ მთავარი საკითხების გათვალისწინებით, მათ შორის ენერგოუსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება. ჩვენ ევროპელ კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ ჩაერთონ ამ საკითხში და გლობალურ დაკავშირებადობის რუკაზე საქართველო კარგად გამოისახოს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.       

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!