ოთხშაბათი, მარტი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიივანიშვილის სარჩელის შემდეგ Credit Suisse სინგაპურის ტრასტის ბიზნესს ყიდის, ხოლო იურიდიულ პირებსა...

ივანიშვილის სარჩელის შემდეგ Credit Suisse სინგაპურის ტრასტის ბიზნესს ყიდის, ხოლო იურიდიულ პირებსა და „ნარჩენ ბიზნესს“ უახლოეს წლებში გააუქმებს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

Credit Suisse Group გლობალურ სატრასტო ბიზნესს ჰყიდის, რომელიც მდიდარი კლიენტებისთვის განკუთვნილ ოფშორულ განყოფილებას წარმოადგენს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტო მიზეზად ბიზნესის ე.წ. კაპიტალურ რემონტს ასახელებს, რომელსაც ბანკი „მთელი რიგი სკანდალების შემდეგ იწყებს.“ თუმცა Reuters-ის ცნობით, Credit Suisse-მ ამ ბიზნესის გაყიდვა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიმდინარე კვირას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურის სასამართლოში განაცხადა, რომ შვეიცარული ბანკის სატრასტო ერთეულმა ვერ გადადგა სათანადო ნაბიჯები, რათა მას 1.27 მლრდ დოლარი არ დაეკარგა. სააგენტო წერს, რომ Credit Suisse-ს სინგაპურის ტრასტთან დაკავშირებით მილიარდ დოლარზე მეტი ზიანის ანაზღაურებისგან თავის დაცვა მოუწია, დღეს კი ბანკი აცხადებს, რომ სინგაპურის ტრასტის ბიზნესს ყიდის, ხოლო იურიდიულ პირებსა და „ნარჩენ ბიზნესს“ უახლოეს წლებში გააუქმებს.

„ივანიშვილმა სინგაპურში Credit Suisse Trust-ი დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ იცავდა მის ინვესტიციებს და არ დგამდა შესაბამის ნაბიჯებს ჟენევაში მცხოვრები ყოფილი ბანკირის, პატრის ლესკოდრონის თაღლითობით გამოწვეული ზარალის თავიდან ასაცილებლად,“ – წერს Reuters. 

სააგენტოს ტრასტის განყოფილების პოზიციაც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა „ექსტრემალურია“ და სასამართლოსგან მის გაუქმებას ითხოვს.

Reuters-ის ცნობით, Credit Suisse თავისი სატრასტო ბიზნესის ძირითად ნაწილს გერნსში, სინგაპურსა და ბაჰამის კუნძულებზე Bank of N.T. Butterfield & Son Limited-ს მიჰყიდის, ხოლო Gasser Partner Trust ლიხტენშტეინის ბიზნესს ჩაიბარებს. ზოგი ერთეული Credit Suisse-ს მფლობელობაში მცირე რაოდენობის კლიენტებისთვის დარჩება.

ბანკმა Reuters-თან დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.

სააგენტოს შეფასებით, Credit Suisse-მ 2022 წელს „გარდამავალი“ უწოდა ე.წ. ყარაულის ცვლილებითა და რესტრუქტურიზაციის მიზნით, რომ შეამციროს რისკები მაშინ, როცა სულ უფრო ხშირად ვარაუდობენ მის გაყიდვას ან დაშლას. აგვისტოში რესტრუქტურიზაციის 59 წლის ექსპერტმა, ულრიხ კერნერმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე თომას გოტშტეინი შეცვალა.

„ეს მშფოთვარე ორი წლის შემდეგ მოხდა, რომელიც უზარმაზარი ზარალით, შვეიცარული ბანკისთვის უჩვეულო სასამართლო სასჯელებითა და მისი აქციების 40%-იანი ვარდნით იყო დატვირთული,“ – წერს Reuters.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!