ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებითბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება იწყება

თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება იწყება

kompensacia frenebzekompensacia frenebze

თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას, რაც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი.

„სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთხოების გაზრდაში, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით.

„პროექტის ფარგლებში მოხდება, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ. ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტის და დარგის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!