ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებითბილისში პოლიციელი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

თბილისში პოლიციელი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილია პოლიციის თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაჭრაში ბრალდებული ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.დ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სადახლოს გამშვებ პუნქტთან დააკავეს, რა დროსაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1990 წელს დაბადებული ლ.მ., რომელიც არის პოლიციის თანამშრომელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე.

ლ.მ. ამჟამად მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!