ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებივინ არის მიშა გომიაშვილის უკანასკნელი სიყვარული

ვინ არის მიშა გომიაშვილის უკანასკნელი სიყვარული

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მიშა გომიაშვილის გარდაცვალების ფაქტმა დილიდან ქართული საზოგადოება დაამწუხრა. მეგობრები, ახლობლები, კოლეგები ნიჭიერ მსახიობს იხსენებენ და ემშვიდობებიან.

მიშა ინტერვიუებში ყოველთვის ამბობდა, რომ ძველ დროში, საზოგადოებისთვის მხოლოდ და მხოლოდ, ოფიციალური ოჯახები იყო მისაღები, შესაბამისად, საყვარელ ქალს ცოლის სტატუსს ანიჭებდა. 

„სხვათა შორის, არცთუ ისე ბევრი ცოლი მყავდა, ვიცი ხალხი, ვისაც ჩემზე ბევრი ცოლი ჰყავდა. ოთხი ცოლი მყავდა. ყოფილა, ორი-სამი წელი მიცხოვრია ქალთან და ვამბობდი, რომ ის ცოლია. დღევანდელ დღეს რომ ყოფილიყო ეს ამბავი, თავისუფლად ვიტყოდი, რომ ეს ჩემი საყვარელია. ეს ის პერიოდია, როდესაც ამას ქალზე ვერ იტყოდი, ძალიან შეიცვალა დრო… სტატუსი უნდა ყოფლიყო ცოლის, ქალს უფრო უფრთხილდებოდი და მაგიტომ მიწევდა ამის თქმა, თორემ ოფიციალურად ჯვრისწერა და ხელმოწერა მქონდა-ოთხი. მოიცა, არ მახსოვს, ან სამი, ან ოთხი ხელის მოწერა მქონდა.“ – ამბობდა მსახიობი გასულ წელს.

მიხეილ გომიაშვილის უკანასკნელი სიყვარული ქეთი კანდელაკია. წყვილმა 2016 წელს დაიწერა ჯვარი და როგორც მაშინ მსახიობმა აღნიშნა, „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარძალია“.

გომიაშვილის ფეისბუკში ქეთის ბევრ ფოტოს ნახავთ. ერთ-ერთს ასეთი აღწერა აქვს:

„კაცს ბედნიერებისთვის სჭირდება მხოლოდ ერთი რამ – უყვარდეს საყვარელ ქალს… მე ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ვუყვარვარ საყვარელ ქალს… სირთულე მხოლოდ ერთშია, ამ სიყვარულს გაფრთხილება უნდა, უნდა ეფოფინო, რომ ეს ცეცხლი სიყვარულის არ ჩაქრეს, თორემ მერე ამ ცეცხლს ვეღარ აანთებ! გთხოვთ გაუფრთხილდეთ ამ ღვთიურ ძალას. მოპოვება ადვილია, შენარჩუნება ძნელი…გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ერთმანეთს! მხოლოდ სურვილი, გაფრთხილება, მოფერება და რაც მთავარია ერთგულება! კაცი, რომელიც საყვარელი ქალის ერთგული არაა, მაპატიეთ, მაგრამ ის კაცი არაკაცია და არაფრის ღირსი არაა. მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ ყველგან და როცა გინდათ. თქვენი მიშა გომიაშვილი… აბა შეიძლება ასეთ ქალს უღალატო და მისი ერთგული არ იყო?” – წერდა მსახიობი.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!