სამშაბათი, აპრილი 23, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები,,ეს ორი სიყვარულით სავსე ადამიანი ეფერება ამ ძაღლს და ეხვეწება ექიმს...“ -...

,,ეს ორი სიყვარულით სავსე ადამიანი ეფერება ამ ძაღლს და ეხვეწება ექიმს…“ – რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი

kompensacia frenebzekompensacia frenebze

სოციალურ ქსელში, ფეისბუკმომხმარებელი მზია ვარდიაშვილი ორი ახალგაზრდის შესახებ წერს, რომლებმაც მოწამლული ძაღლი კლინიკაში სამკურნალოდ მიიყვანეს.

„ეს რომ არ დამეწერა ვერ შევძლებდი, ამ ადამიანებს არც ვიცნობ, ამ სიტუაციას შეესწრო ჩემი შვილი, რომელსაც კლინიკაში ფისო ჰყავდა წაყვანილი.

ამ ცუგას ტკიპის ნაკბენით მოწამვლა დაუდგინესო და გადასხმები დასჭირდა. ეს ორი სიყვარულით სავსე (მესამეც გარეთ უცდიდაო) ადამიანი ეფერება ამ ძაღლს და ეხვეწება ექიმს, რომ გადაარჩინოს, რომელიღაც საწარმოს თანამშრომლები ყოფილან და სულ პატარა ლეკვი მიუგდიათ გასაზრდელად.

ეს რუსთავშია და მიხარია, რომ იმ ცხოველთმოძულე ხალხის გვერდით, რომლებსაც პირადად ვიცნობ, ცხოვრობენ ასეთი საყვარელი და სათნო ადამიანები, ღმერთმა დალოცოს ისინი.

ფოტოები ჩუმად გადაუღია ჩემს შვილს, რომ გავეხარებინე, სიმართლე გითხრათ, მართლა ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა“ ,- წერს მზია ვარდიაშვილი.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!