პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ეს ნიშნავს მილიონობით სიცოცხლის გადარჩენას!“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

„ეს ნიშნავს მილიონობით სიცოცხლის გადარჩენას!“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ  მალარიის ვაქცინას პრეკვალიფიკაცია მიენიჭა, რაცმილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

„უდიდესი ამბები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. მალარიის ვაქცინა პრეკვალიფიკაცია მიენიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს ნიშნავს მილიონობით სიცოცხლის გადარჩენას, ეს ნიშნავს მილიონობით ბავშვის ჯანმრთელობას“, – წერს ექსპერტი.

ცნობისთვის, აღნიშნული მოვლენა ისტორიულად ფასდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის ვაქცინის ფართოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცა აფრიკის კონტინენტზე ბავშვებში და სხვა იმ ზონებში, სადაც ამ დაავადებით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია. ეს მოვლენა ნამდვილი გარღვევაა ამ დაავადების წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლაში.

მალარია პარაზიტის მიერ გამოწვეული დაავადებაა, რომელიც უკვე ათასობით წელია მძვინვარებს და ძირითადად კოღოს კბენის შედეგად ვრცელდება. ყოველწლიურად მალარია მსოფლიოში 400 000-ზე მეტ ადამიანს კლავს, ძირითადად სუბსაჰარულ (საჰარის სამხრეთით) აფრიკაში. მალარია წელიწადში 260 000-ზე მეტ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვს კლავს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!