შაბათი, აპრილი 20, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიეს მარტივი რიტუალი სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ - რა უნდა გააკეთოთ 9 სექტემბერს

ეს მარტივი რიტუალი სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ – რა უნდა გააკეთოთ 9 სექტემბერს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ასტროლოგების თქმით, სექტემბერში პლანეტა იუპიტერი ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებთან მეგობრობს და იმ ადამიანებს, რომლებიც ნებისმიერ წელს, ამ რიცხვების შუალედში დაიბადნენ, განსაკუთრებით გაუმართლებთ:

21-დან 30 მარტამდე
21-დან 31 მაისამდე
23 ივლისიდან 1 აგვისტომდე
23 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
21-დან 30 იანვრამდე

აღნიშნულ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს ვარსკვლავები ოცნებების ასრულებას, პირად და პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას ჰპირდებიან.

როდის უნდა ჩაიფიქროთ სურვილი სექტემბერში

9 სექტემბერს თევზები ჩვენს ქვეცნობიერს მართავს და თითოეული ჩვენგანის გეგმები რეალიზდება. ეს დღე შფოთვისა და სტრესისგან გათავისუფლების დღეა. ამიტომაც, შეგიძლიათ, მარტივი რიტუალი ჩაატაროთ. დილის 9 საათზე აავსოთ ჭიქაში წყალი, ჩაიფიქროთ სურვილი და დალიოთ. ვარსკვლავები კი თქვენს თხოვნას შეისმენენ და სამომავლოდ თქვენი ნატვრაც ასრულდება.

13 და 14 სექტემბერს კუროში მთვარე იქნება. მოუწყვეთ ოჯახის წევრებს პატარა საჩუქრები. ფერად ფურცლებზე დაწერეთ სიმბოლური ნივთების სახელები, კალათიდან ამოაღებინეთ და გააბედნიერეთ ადამიანები. პლანეტა ურანი, რომელსაც სასწაულების პლანეტასაც უწოდებენ, მთვარეს დაუკავშირდება და ამ გულწრფელ სიხარულს ორმაგად უკან დაგიბრუნებთ.

19 სექტემბერი სურვილების ასრულებისთვის კიდევ ერთი კარგი დღეა. მთვარე თავის მშობლიურ ნიშანში, კირჩხიბშია და მზადაა თქვენი ნებისმიერი სურვილი გაითვალისწინოს. გარდა ამისა, ვენერა მთვარესა და ურანს უკავშირდება და თქვენთვის ოცნებების ახდენის კიდევ ერთ შანსს იძლევა. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, ამ დღეს ნაყიდი ვერცხლის სამკაული თქვენთვის ნამდვილ თილისმად გადაიქცევა და იღბალს მოგიტანთ.

29 სექტემბერს კი იუპიტერი მორიელის ნიშანში იქნება, ვენერა კი სასწორში გადადის და ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი ყველაზე ძლიერ ემოციასთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, დაფიქრდით და ისურვეთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ. ახლა ვარსკვლავებს თქვენი ყველაზე უკეთ ესმით.

 

წყარო: ბომონდი

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!