სამშაბათი, მარტი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიელიზაბეტ II-ის ცისფერი კაბის შავი მაგია - ყველაფერი დედოფლის დის, მარგარეტის ქორწილით...

ელიზაბეტ II-ის ცისფერი კაბის შავი მაგია – ყველაფერი დედოფლის დის, მარგარეტის ქორწილით დაიწყო

kompensacia frenebzekompensacia frenebze

უამრავი საქორწილო ცრურწმენა არსებობს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გადმოეცემა თაობებს, მაგრამ არსებობს ისეთი ცრურწმენებიც, რომლებიც თანამედროვე პერიოდში, ჩვენ თვალწინ წარმოიშვა.

თუ თქვენს ქორწილში დედოფლი იყო სტუმრად, ეს რაღა თქმა უნდა, დიდი პატივია, მაგრამ თურმე თქვენი მომავალი ბედნიერება მის ჩაცმულობაზე ყოფილა დამოკიდებული. 

დაკვირვებულმა ადამიანებმა შენიშნეს, რომ თუ დედოფალი ქორწილში ცისფერი ტანისამოსით მივიდოდა, წყვილს ერთად ყოფნა არ ეწერა. ამ ფენომენს ბრიტანელებმა „ცისფერი კაბის წყევლა“ დაარქვეს. 

ყველაფერი დედოფლის დის, მარგარეტის ქორწილით დაიწყო. ელიზავეტა ქორწილში ცისფრი კაბით მივიდა. წყვილის ურთიერთობა არ შედგა და ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. 

 

1973 წლის 14 ნოემბერს, შვილის, პრინცესა ანასა და მარკ ფილიპსის ქორწილში  დედოფალი კვლავ ცისფერი კაბით გამოჩნდა. 1992 წელს წყვილი დაშორდა. 

1981 წელს, დიანასა და ჩარლზის ქორწილში კვლავ ცისფერი კაბით მივიდა დედოფალი. 1996 წელს წყვილი განქორწინდა. 

1986 წელს პრინცი ენდრიუ და სარა ფერგინსონის ქორწილში კვლავ ცისფერი კაბით მიბრძანდა ელიზაბეტი. 1996 წელს წყვილი დაშორდა. 

უფროსი შვილიშვილის, პიტერ ფილიპსის ქორწილში მისი აღმატებულება ვერცხლისფერ-ცისფერი კაბით გამოჩნდა. 2021 წელს წყვილი განქორწინდა.

შესაძლოა, ეს დამთხვევად ჩავთვალოთ, მაგრამ ვის ქორწილშიც დედოფალი განსხვავებული ფერის ტანისამოსით გამოჩნდა, ყველა წყვილი დღემდე ბედნიერად ცხოვრობს. მაგალითად, ჰარის ქორწილში სალათისფერი კაბით მივიდა.

კამილასა და პრინცი ჩარლზის ქორწილში – თეთრი კაბით გამოჩნდა დედოფალი

პრინც უილიამისა და კეტრინის ქორწილში – ყვითელი კაბით

ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება და აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წყვილი ბედნიერად ცხოვრობს.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!