შაბათი, აპრილი 20, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიაზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს

აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკასანის, კალბაჯარის და ლაჩას მიმართულებით მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, “დივერსია სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთებზე 12 სექტემბერს, გვიან ღამით განახორციელეს”. სომხეთისა და და აზერბაიჯანის სამხედროებს შორის შეტაკებები დივერსიისა და პროვოკაციის აღსაკვეთად აზერბაიჯანული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებების შემდეგ დაიწყო – წერს აზერბაიჯანული მხარე.

თავის მხრივ საპირისპიროს აცხადებს სომხური მხარე და თავდასხმაში აზერბაიჯანულ მხარეს ადანაშაულებს. ოფიციალური ერევნის განცხადებით, აზერბაიჯანი შეტევას სომხეთის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე – ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის მიმართულებით ახორციელებს.

როგორც სომხური მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, არტილერიის შეტევის ხმები 23:30 საათიდან გაისმა. სომხური ოპოზიციის დეპუტატი ფრაქცია “არმენიიდან” ანნა გრიგორიანი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეტევას ასევე ახორციელებენ კაპანას მიმართულებით.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!