Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeცნობილია, რამდენი ქულით და ლარით დაჯარიმდება „დრიფტისთვის“ დამღრღვევი პირი

ცნობილია, რამდენი ქულით და ლარით დაჯარიმდება „დრიფტისთვის“ დამღრღვევი პირი

spot_imgspot_img

პირველ ეტაპზე, დამრღვევს „დრიფტისთვის“ 30 ქულა დააკლდება და 300 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი – 500 ლარით დაჯარიმდება და 35 ქულა დააკლდება, – ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა და რომელთან განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო.

„ე.წ. დრიფტიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. იმ საკანონმდებლო ცვლილების, რომელიც უკვე წარვუდგინეთ პარლამენტს და საშემოდგომო სესიაზე ეტაპობრივად დაიწყება მათი განხილვა, ერთ-ერთი კომპონენტი არის „დრიფტის“ აკრძალვა, შემოდის ჯარიმა და გარდა ჯარიმისა, ქულების შემცირება. იცით, რომ მართვის მოწმობაზე ყველას აქვს 100- ქულიანი სისტემა. პირველ ეტაპზე, როდესაც „დრიფტით“ დაკავდება ადამიანი, მოაკლდება 30 ქულა და 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ შეჯახება მოჰყვა ან განმეორებით განახორციელა პირმა „დრიფტი“, ამ შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე აკლდება 35 ქულა“, – განაცხადა დარახველიძემ.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge