Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeცნობილია, ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების საპილოტე პროექტს განახორციელებს

ცნობილია, ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლების საპილოტე პროექტს განახორციელებს

spot_imgspot_img

თბილისში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების საპილოტე პროექტს კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კორპუსის დემონტაჟი კი, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

„გვაქვს კარგი სიახლე იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა. მასში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი და ვაჭრობის შედეგად ფასმა დაიკლო 260 ათასი ლარით. ვაჭრობაში მინიმალური ფასი დააფიქსირა – შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ და ის არის გამარჯვებული. გამოცხადებული ფასი იყო – 6,480,330.00 ლარი. შემოთავაზებული ფასია – 6,199,330.00 ლარი.

სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. სამშენებლო სამუშაოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე ქირით ჰყავს გაყვანილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge