Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeჩვილებით ვაჭრობის სქემა - საბჭოთა დროიდან 2005 წლამდე საქართველოში 100 000-ზე მეტი...

ჩვილებით ვაჭრობის სქემა – საბჭოთა დროიდან 2005 წლამდე საქართველოში 100 000-ზე მეტი ახალშობილის გაყიდვის ფაქტი ფიქსირდება

spot_imgspot_img

ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია – აღმოჩნდა, რომ საბჭოთა დროიდან 2005 წლამდე საქართველოში ასი ათასზე მეტი ახალშობილის გაყიდვის ფაქტი ფიქსირდება.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ირკვევა, რომ ბავშვებს კანადასა და მექსიკაში ყიდდნენ, დანაშაულებრივ სქემაში კი სამშობიარო საავადმყოფოების დირექტორები და მედპერსონალი იყო ჩართული.

„გოგონას ფასი იყო 1000 მანეთი, ბიჭი ღირდა 1500 მანეთი. რეგიონებში 500 გოგო, 1000 ბიჭი.

ძირითადად ნადირობა მიდიოდა ტყუპებზე, დედას ეუბნებოდნენ, რომ შენ არ ყოფილხარ ორსულად… ან ეუბნებოდნენ, რომ უფრო ჯანმრთელი, რომელიც იყო ის  ბავშვი გარდაიცვალა.

ეს დედები ვერ ამტკიცებდნენ, რომ იმშობიარეს. დედები, რომლებიც მიდიან იუსტიციის სახლში და ითხოვენ საკუთარი მშობიარობის ამონაწერს, იქ არ ფიქსირდება მათი მშობიარობა. წინასწარვე განწირულები იყვნენ ეს მშობლები იმისთვის, რომ მათი შვილები მოეპარათ“, – ამბობს ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge