Monday, October 3, 2022
spot_img
Homeჩამერთო შიშის მომენტი... ვერაფერზე ვფიქრობდი სხვაზე - რატომ არ გაუშვა ნინო ჩხეიძემ...

ჩამერთო შიშის მომენტი… ვერაფერზე ვფიქრობდი სხვაზე – რატომ არ გაუშვა ნინო ჩხეიძემ შვილი აშშ-ში

spot_imgspot_img

მომღერალ ნინო ჩხეიძე ძალიან პოპულარულია, როგორც საქართველოში ასევე , მის საზღვრებს გარეთ. მომღერლობას ის ტელეწამყვანობასაც ძალიან კარგად უტავსებს. სულ მალე რუსთავი2-ზე ისევ დაუბრუნდება მაყურებელს „ღამის პრაიმთაიმში“

ნინო ჩხეიძის ქალიშვილი მარიამ კორახაშვილი წელს სტუდენტი გახდა და ამერიკული უნივერსიტეტის, „ვებსტერის“, ქართულ ფილიალში ჩააბარა.

„როცა მე ვაბარებდი, ორი წლით ადრე ჩემი ოჯახის წევრები მთლიანად იყვნენ ჩართული ფაკულტეტის არჩევასა თუ სხვა საკითხებში, მარიკომ კი მშვიდად თავად აარჩია უნივერსიტეტი, მითხრა, რაშიც სჭირდებოდა მომზადება. ძალიან უნდოდა აშშ-ში სასწავლებლად გამგზავრება, თუმცა, რადგან დედისერთაა, მე ჩამერთო შიშის მომენტი და არაფრით არ მინდოდა მისი მარტო გაშვება. ვერაფერზე ვფიქრობდი სხვაზე. თავად მოძებნა უნივერსიტეტი, რომლის ფილიალიც ახლახან გაიხსნა თბილისში და აქ ისწავლის. თუკი მარიკოს მოუნდება ან ვენაში, ან აშშ-ში გადასვლა, ამას უპრობლემოდ შეძლებს. ევროპაში ცხოვრება ყოველთვის მინდოდა და შესაძლოა, მომავალ წელს ვენაში გადავიდეთ საცხოვრებლად. ეს სამომავლო გეგმებია, ჯერ მაინც ვფიქრობ.

მედიამართვის ფაკულტეტი აარჩია. სხვათა შორის, მარიკო ძალიან კარგად ხატავს, გრაფიკაში. ვფიქრობდი, რომ ამ მიმართულებას გაჰყვებოდა, მაგრამ თავად მედია აირჩია. როცა ორსულად ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ყვავილის დახატვაც არ შემიძლია, მთელი 9 თვის განმავლობაში ვყიდულობდი ფანქრებს და ვხატავდი. სულ ვიცოდი, რომ მარიკოს ხატვის ნიჭი ექნებოდა. მართლა ძალიან კარგად ხატავს, მაგრამ ამ ეტაპზე მედიამართვა შეარჩია. მეც გამიხარდა, რადგან მგონია, რომ სამომავლოდ ჩემს საქმიანობაში მომეხმარება” – ამბობს ნინო.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge