Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeშალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

spot_imgspot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მის საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განსაკუთრებით ინტენსიურია. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე დეტალურად ისაუბრა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროინტეგრაციის, მათ შორის, მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი პროექტების განხორციელების გზით აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge