Tuesday, September 27, 2022
spot_img
Homeშალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

spot_imgspot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  ვესელინ პეტროვ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ საუკუნოვან კავშირებსა და მრავალმხრივ თანამშრომლობას.

შალვა პაპუაშვილმა ელჩთან მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანი და დროული განხორციელებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ბულგარეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მომავლისა და ქვეყნის სხვადასხვა სფეროში განვითარების მხარდაჭერისთვის.

ელჩმა აღნიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას. ვესელინ ვალკანოვმა საქართველოს პარლამენტს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობაში წარმატება უსურვა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge