Sunday, October 2, 2022
spot_img
Homeქუთაისში 6 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

ქუთაისში 6 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

spot_imgspot_img

ქუთაისში, ნიკეას#12-ში მცხოვრებ 6 ოჯახს საკუთრებაში ბინები გადაეცა.

ეს ოჯახები წლების განმავლობაში ითხოვდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას.

„დიდი შრომა გავწიეთ იმისათვის, რომ ეს პრობლემური საკითხი მოგვეგვარებინა. ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ლომინაძის აქტიური ჩართულობით, ეკონომიკის სამინისტროს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შევძელით და ოჯახებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ამ ბინებში, დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები.

ოჯახებს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადავეცით”,  განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, ბინები საკუთრებაში კიდევ სხვა ოჯახებსაც გადაეცემათ.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge