Monday, September 26, 2022
spot_img
Homeქსენია სობჩაკი თბილისშია - რატომ ჩამოვიდა აქტივისტი საქართველოში

ქსენია სობჩაკი თბილისშია – რატომ ჩამოვიდა აქტივისტი საქართველოში

spot_imgspot_img

რუსი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი ქსენია სობჩაკი თბილისში ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს,  საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა.

„მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს უარს ეუბნებიან საქართველოში შემოსვლაზე, ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა აქ არ შემოუშვეს, მათ შორის (ტელეკომოანია „დოჟდის“ ჟურნალისტი) მიხაილ ფიშმანი. არ ვიცი, რატომ უთხრეს მას უარი. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა. საზღვარზე არანაირი პრობლემა არ მქონია“, – განაცხადა სობჩაკმა „ფორმულასთან“.

საქართველომ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ. ფონდის „თავისუფალი რუსეთის“ ინფორმაციით, დღეში რამდენიმე ათეულ რუსეთის მოქალაქეს საზღვარიდან აბრუნებენ. მათ შორის არიან ოპოზიციონერები და ჟურნალისტები.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge