Sunday, September 25, 2022
spot_img
Home„უნდა იცოცხლოს!“ - გიორგი თუხარელი ახალგაზრდა მეხანძრე-მაშველზე

„უნდა იცოცხლოს!“ – გიორგი თუხარელი ახალგაზრდა მეხანძრე-მაშველზე

spot_imgspot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი მეხანძრე-მაშველის შესახებ, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის, პოსტს აქვეყნებს.

„დღეს მთელი საქართველო ამ ვაჟკაცის გვერდით ვართ. მან უნდა იცოცხლოს და კიდევ მრავალი ადამიანი გადაარჩინოს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუდმივ კავშირზეა ოჯახთან.

სამსახურის ხელმძღვანელობიდან დაწყებული, რიგითი მეხანძრე-მაშველით დამთავრებული ყველა, მოქალაქეებთან, მეგობრებთან ერთად – მის გვერდში ვართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამაგალითო ადამიანმა შეძლოს ტრავმების მოშუშება და კვლავ ჩვენს გვერდით იყოს. ვაჟკაცო, არ გაქვს უფლება დანებების! გვჭირდები!!“, – წერს თუხარელი.

ცნობისთვის, ნიკა ედიშერაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კლინიკაში იმყოფება.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge