Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeუკრაინის პროკურატურა: ხარკივის ერთ-ერთ სოფელში 4 ცხედარი ვიპოვეთ, მათ წამების კვალი აღენიშნებათ

უკრაინის პროკურატურა: ხარკივის ერთ-ერთ სოფელში 4 ცხედარი ვიპოვეთ, მათ წამების კვალი აღენიშნებათ

spot_imgspot_img

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკივის ოლქის სოფელ ზალიზნიჩეში პოლიციელებმა 4 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

მათ სხეულზე წამების კვალი აღენიშნებათ. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დეოკუპაციის შემდეგ ადგილობრივებმა თავად მიმართეს სამართალდამცველებს და განაცხადეს, რომ რუსებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.

პროკურატურის ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია, ცხედრები კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

გუშინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge