Sunday, October 2, 2022
spot_img
Homeუკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია - რომის პაპი

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია – რომის პაპი

spot_imgspot_img

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მორალურად მისაღებია. ინფორმაციას ამოს შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იყოს მორალური, მორალურად მისაღები, თუ იგი მიიღება მორალის პირობებში. თავდაცვა არა მხოლოდ კანონიერი ქმედება, არამედ სამშობლოს სიყვარულის გამოხატულებაა. ვინც თავს არ იცავს, ვინც არაფერს იცავს, მას არ უყვარს. ვინც რაღაცას იცავს – მას უყვარს”, – თქვა რომის პაპმა. 

რომის პაპმა ასევე მოუწოდა უკრაინას, ღია იყოს შესაძლო დიალოგისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება რთული იყოს უკრაინული მხარისთვის.

„ყოველთვის რთულია დიალოგის გაგება იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ომი დაიწყეს. რთულია, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს“, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge