Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeუკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

spot_imgspot_img

სპეციალური ვებგვერდის მიხედვით, რომელზეც გაფრთხილებების შესახებ ცნობები ვრცელდება, მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა, ანექსირებული ყირიმის გარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცნობილია ზაპოროჟიეში აფეთქებების შესახებ. ასევე, აფეთქებების ხმა ისმის კრივოი როგშიც, სადაც, ქალაქის მერის თქმით, ორჯერ დაბომბეს ქალაქის ჰიდროტექნიკური ნაგებობა. 

„ კრივოი როგში არის სარაკეტო თავდასხმა. დარჩით თავშესაფრებში. არ გადაიღოთ არაფერი და არ განათავსოთ სოციალურ ქსელში. ორჯერ დაბომბეს ჰიდრავლიკური შენობის მიმდებარე ტერიტორია“, –  განაცხადა, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge