Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeუკრაინაში დაღუპული გელა გოგია სენაკში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული გელა გოგია სენაკში სამხედრო პატივით დაკრძალეს

spot_imgspot_img

უკრაინაში დაღუპული 55 წლის გელა გოგია, სენაკში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი მის საკუთარ სახლში მიმდინარეობდა, სადაც მის ცხედარს მთელი დღის განმავლობაში პატივს მიაგებდნენ.

ცნობისთვის, გელა გოგიას ცხედარი სამშობლოში 3 სექტემბერს ჩამოასვენეს.

ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ, ალყაში მოხვედრისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

თეა შონია

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge