Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeუდიდესი მადლიერების გრძნობით პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო...

უდიდესი მადლიერების გრძნობით პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას – პრემიერი

spot_imgspot_img

უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით.

„დღეს 115 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან.

მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ილიას მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით.

1987 წელს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თაოსნობით ამ უდიდესი ღვაწლის აღიარებამ და ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვამ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობით დაგვირგვინდა.

დღეს კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად. საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge