Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე m&i Europe Autumn 2022 მიიღო...

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე m&i Europe Autumn 2022 მიიღო მონაწილეობა

spot_imgspot_img

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში საერთაშორისო ფორუმში m&i Europe Autumn 2022 მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ქალაქ პორტუში გაიმართა.  საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმს 500-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. 

3 დღის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქმიანი ტურიზმის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.  ფორუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა 45-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები გამართეს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge