Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeსისხლის ტესტი, რომელიც კიბოს, სიმპტომების გამოვლენამდე ავლენს - კვლევა

სისხლის ტესტი, რომელიც კიბოს, სიმპტომების გამოვლენამდე ავლენს – კვლევა

spot_imgspot_img

მეცნიერებმა შეიმუშავეს სისხლის ტესტი, რომელიც კიბოს სიმპტომების გამოვლენამდე ავლენს. ინფორმაციას Guardian ავრცელებს. 

Pathfinder-ის კვლევა, რომელშიც 50 წელზე უფროსი ასაკის 6 600 ზრდასრული იყო ჩართული, სისხლის ტესტით კიბოს გამოვლენის შედეგებს იკვლევდა. შედეგად ტესტმა სახელწოდებით Galleri აღმოაჩინა კიბო ისეთ პირობებში, სადაც სხვა ტესტები მას ვერ აფიქსირებდნენ. GRAIL-ის მიერ შემუშავებული ეს ტესტი, საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ კიბო ადრეულ ეტაპზე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი მკურნალობა ყველაზე მარტივია.

I და II სტადიაზე გამოვლენილ კიბოს მნიშვნელოვნად მაღალი გადარჩენის მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად, მათ ადრეულ დიაგნოსტიკას ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად აქცევს მსოფლიოში 10 მილიონი კიბოთი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

მთლიანი ნიმუშიდან ტესტმა აღმოაჩინა კიბო მოხალისეთა დაახლოებით 1 პროცენტში. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილია კიბოს ისეთი სახეობები, რომლებისთვისაც არ არსებობს ამჟამინდელი სკრინინგის მეთოდები. 

საბოლოოდ, კიბოს დადგენის ახალ მეთოდს 97 პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა, რაც მაღალი მაჩვენებელია სტანდარტულ სკრინინგთან შედარებით.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge