Saturday, September 24, 2022
spot_img
Home„სერიოზულად მივუდექი ამ საგანს, თუ ხალხს დავეხმარები, ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს...“...

„სერიოზულად მივუდექი ამ საგანს, თუ ხალხს დავეხმარები, ამაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს…“ – ნიტა ლომიძე კალიფორნიის Idyllwild Arts Academy-ის სტუდენტი გახდა 

spot_imgspot_img

ცნობილი წყვილის „რუსთავი 2- ის” ტელეწამყვან ნიკა ლო­მი­ძი­ს და მოცეკვავე თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის უნიჭიერესმა ქა­ლიშ­ვი­ლმა ნიტა ლომიძემ, რომელიც რამდენიმე წლის წინ „შენ შეგიძლია ცეკვა“ ფინალში, ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავე და ხალხის რჩე­უ­ლი გახდა, წარმატებით დაასრულა კალიფორნიაში Idyllwild Arts Academy და უკვე #NY-ის Pace University-ს საბაკალავრო კურსის სტუდენტია.

„ნიტა ლომიძემ სულ ახლახან წარმატებით დაასრულა კალიფორნიაში Idyllwild Arts Academy და უკვე #NY-ის Pace University-ს საბაკალავრო კურსის სტუდენტია, თან STEM პროგრამის President’s Scholarship Award– ის მფლობელი!“.

„ბოლო პერიოდში, საკუთარ თავზე ფიქრი და ჩემი პიროვნების და ხასიათის შესწავლა დავიწყე. ჩემ გარშემო მყოფ მეგობრებსაც ვაკვირდებოდი, მათ ცხოვრებასაც და ძალიან დამაინტერესა. სკოლაში რომ გადავედი, იქ საფუძვლიანი სწავლა დავიწყე, ბევრს ვკითხულობ და ბევრ ახალ ინფორმაციას ვეცნობი.

ამიტომ გადავწყვიტე, ეს საგანი ამეღო, პირველ სემესტრში ფსიქოლოგია დავიმატე ზედმეტ საგნად. ტვინის აგებულება და ემოციების, დამოკიდებულებების სწავლა რომ დავიწყეთ, ისე დამაინტერესა, უფრო სერიოზულად მივდექი ამ საგანს. თუ ხალხს დავეხმარები, ამაზე მეტი ბედნიერება, არ არსებობს.

უამრავი დრო მაქვს, რომ დავფიქრდე, ჩამოვყალიბდე სამომავლოდ რას ავირჩევ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ფსიქოლოგი გავხდე, ძალიან მომწონს და მიყვარს ეს დარგი“, – ამბობს ნიტა „პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.

„პრაიმტაიმი“ წარმატებებს უსურვებს უნიჭიერეს ნიტას!

 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge