Tuesday, September 27, 2022
spot_img
Homeსერგეი ლავროვმა აშშ-ის ვიზა მიიღო და გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება - მედია

სერგეი ლავროვმა აშშ-ის ვიზა მიიღო და გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება – მედია

spot_imgspot_img

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა დელეგაციის წევრებმა აშშ-ის ვიზები მიიღეს და გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრებიან. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, რუსეთი კვირების განმავლობაში აკრიტიკებდა შეერთებულ შტატებს იმის გამო, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებს არ მისცეს ვიზები ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიხსნება.

მანამდე, კრემლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „არღვევს თავის ვალდებულებებს“ რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების არ გაცემით. სერგეი ლავროვმა კი კოლეგებს მოუწოდა, არ შეეხსენებინათ შტატებისთვის ვიზების გაცემის შესახებ.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge