Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeრუსი სამხედროები სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ...

რუსი სამხედროები სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

spot_imgspot_img

უკრაინის მიმართ ევროპის სოლიდარობა ურყევი დარჩება, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ევროპა პირველი დღიდან უკრაინის გვერდით დგას იარაღით, თანხით, ლტოლვილთა მიღებით და მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებით. რუსეთის ფინანსური სექტორი გადარჩენისთვის იბრძვის. ჩვენ რუსეთის საბანკო სექტორის სამი მეოთხედი საერთაშორისო ბაზრებს ჩამოვაშორეთ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, რუსეთი დაახლოებით ათასმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა.

„გასულ წელთან შედარებით ავტომობილების წარმოება სამი მეოთხედით შემცირდა. „აეროფლოტის“ თვითმფრინავები ვერ დაფრინავენ, რადგან სათადარიგო ნაწილები აღარ არის. რუსი სამხედროები იღებენ ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად, რადგან მათ ნახევარგამტარების მარაგი ამოეწურათ.

სწორედ კრემლმა დააყენა რუსეთის ეკონომიკა ამ გზაზე. ეს არის პუტინის მიერ ჩადენილი მკვლელობისა და ნგრევის ფასი. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ სანქციები ძალაში დარჩება. დროა, გამოვიჩინოთ სიმტკიცე და არა დაყვავება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge