Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeრუსეთმა 2022 წლისთვის დაგეგმილი მისია მთვარეზე გააუქმა

რუსეთმა 2022 წლისთვის დაგეგმილი მისია მთვარეზე გააუქმა

spot_imgspot_img

რუსეთმა 2022 წლისთვის დაგეგმილი მისია მთვარეზე გააუქმა. კოსმოსური აპარატი „ლუნა-25“-ის გაშვება მომავალი წლის შუამდე გადაიდო. ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა.

ეს ქვეყნის ისტორიაში მთვარეზე პირველი მისია იქნებოდა. საბჭოთა კავშირმა მთვარეზე უკანასკნელად 1976 წელს ზონდი გაგზავნა.

„როსკოსმოსში“ მისიის გადადება ახსნეს პრობლემებით მოწყობილობაში, რომელიც აუცილებელია რბილი დაჯდომისთვის.

„როსკოსმოსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი როგორზინმა პირობა დადო, რომ მთვარის გარშემო პილოტირებული შემოფრენა 2024 წლისთვის განხორციელდება, მასზე პირველი კოსმონავტების გადასხმა კი – 2030 წელს. მოგვიანებით მთვარეზე გადასხდომის ვადამ „როსკოსმოსის“ გეგმებში ერთი წლით გადაიწია, მთვარის გარშემო შემოფრენამ კი ოთხი წლით.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge