Sunday, October 2, 2022
spot_img
Home„რუსეთის იზოლირება შეუძლებელია, საკმარისია რუკას შეხედოთ“ - ვლადიმერ პუტინი

„რუსეთის იზოლირება შეუძლებელია, საკმარისია რუკას შეხედოთ“ – ვლადიმერ პუტინი

spot_imgspot_img

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის იზოლირება შეუძლებელია, ამის შესახებ მან აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ვლადივოსტოკში გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი ვერასდროს მიაღწევს რუსეთის მთლიან და ტოტალურ იზოლირებას.

„როგორც არ უნდა უნდოდეს ვინმეს რუსეთის იზოლირება, ამის გაკეთება, როგორც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, შეუძლებელია. საკმარისია რუკას შეხედოთ“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

პუტინის თქმით, მიუხედავად დასავლეთის ანტირუსული სანქციებისა, უცხოური ქვეყნების დიდი ნაწილი რუსეთთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს და არ აპირებენ საკუთარი ეკონომიკური პროექტების დახურვას რუსეთის ფედერაციაში.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, დასავლეთის გეგმა რუსეთის ტოტალურ იზოლირებასთან დაკავშირებით თავიდანვე იყო განწირული მარცხისთვის. ამის მაგალითად კი მას მოჰყავს ის, რომ არამეგობარი ქვეყნების მცდელობების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ “არ ჩამოშლილა”.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge