Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeროგორ გამოიყურება და რა ეღირება iPhone 14 და ყველა სხვა მოწყობილობა, რაც...

როგორ გამოიყურება და რა ეღირება iPhone 14 და ყველა სხვა მოწყობილობა, რაც Apple-მა სპეციალურ ღონისძიებაზე წარმოადგინა

spot_imgspot_img

კომპანია Apple-მა სპეციალურ ღონისძიებაზე ახალი მოწყობილობები წარმოადგინა — ახალი iPhone-ები, Apple Watche-ები და AirPod-ები.

Apple-მა არა ორი, არამედ ოთხი ახალი iPhone წარმოადგინა — iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max.

iPhone 14-ის ფასი 799 დოლარიდან დაიწყება, iPhone 14 Plus-ის კი 899 დოლარიდან. წინასწარი შეკვეთები 9 სექტემბრიდან გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ორივე მოდელიდან აშშ-ში ამოღებულია ფიზიკური SIM ბარათი და ისინი მხოლოდ ელექტრონულ eSIM-ზე იმუშავებენ.

ამ მოდელთა მსგავსად, iPhone Pro-სა და iPhone Pro Max-საც 6.1 და 6.7-ინჩიანი დისპლეები ექნებათ, მაგრამ არის სხვაობები.

ორივე Pro მოდელი იმუშავებს ახალ ჩიპზე, რომელსაც A16 Bionic-ი უწოდეს. სახის მხარეს არსებული კამერა Apple-მა კიდიდან მოხსნა და დისპლეიში განათავსა, დიზაინის ახალ ელემენტში, რომელსაც „დინამიკური კუნძული“ უწოდა.

პირველად iPhone-ის ისტორიაში, ორივე Pro მოდელს ექნება ყოველთვის ჩართული დისპლეი. გარე სივრცის 2000-ნიტიანი სიკაშკაშე დიდად გააუმჯობესებს ხილვადობას გარე სივრცეებში. ამ მოდელების უკანა მხარეს სამი ლინზაა მოთავსებული. Apple-ის განცხადებით, იმაზე გაცილებით მკაფიო ფოტოების გადაღება შეუძლია, ვიდრე ოდესმე.

iPhone 14 Pro-ს ფასი 999 დოლარიდან დაიწყება, iPhone 14 Pro Max -ის კი 1099 დოლარიდან.

ახალი Apple Watche-ები

სიახლეები: ტემპერატურის სენსორთა წყვილს შეუძლია, თვალი ადევნოს თქვენი სხეულის ტემპერატურის დროთა განმავლობაში ცვლილებებს. უფრო მძლავრ სენსორთა კომპლექტს შეუძლია დააფიქსიროს თუკი ავარიაში მოყვებით და დამოუკიდებლად დაიწყოს საგანგებო სამსახურებთან დაკავშირება.

Apple-მა ასევე წარმოადგინა Apple Watch Ultra, რომელსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს.

ახალი AirPods Pro

ახალი, მცირე დახარვეზების აუდიოდრაივერი და გამაძლიერებელი უკეთესი ხმისთვის. თუკი ღრმა კამერის მქონე iPhone გაქვთ, შეგეძლებათ მისი გამოყენებით, თქვენი ყურის ფორმის მიხედვით შექმნათ „პერსონალიზებული სივრცული აუდიოპროფილი“. ხმის ჩამხშობი, რომელიც Apple-ის განცხადებით, ახლა ორჯერ უფრო ეფექტიანია.
ერთი დამუხტვით 6-საათის განმავლობაში მოსმენა; დამატებითი 30 საათის მოსმენისთვის საჭირო მუხტი აქვს ჩასადებს. 

ჩასადების ძირში ჩაშენებულია სპიკერი, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს, რათა ადვილად იპოვოთ, თუკი მაგალითად, დივანში ჩაგივარდებათ.

ჩასადების დამუხტვა Lightning კაბელის გარდა, ასევე შესაძლებელი იქნება Apple Watch-ის დამტენით.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge