Monday, September 26, 2022
spot_img
Homeრას ნიშნავს დედოფალი კონსორტი და რა უფლებებით ისარგებლებს ამ ტიტულის ქვეშ კამილა...

რას ნიშნავს დედოფალი კონსორტი და რა უფლებებით ისარგებლებს ამ ტიტულის ქვეშ კამილა პარკერ ბოულზი

spot_imgspot_img

„მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“ – ამ უძველესი სამეფო წესის მიხედვით, დედოფალი ელისაბედისგარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, პრინცი ჩარლზი ავიდა. 
 
ჩარლზის გამეფებას სამეფო ოჯახის წევრების ტიტულების ცვლილება მოჰყვა. კერძოდ, ჩარლზის მეუღლემ ელისაბედისგან მიიღო წოდება – დედოფალი კონსორტი. 
 
წესით კამილას  დაიანას წოდება  –  უელსის პრინცესა უნდა მიეღო. თუმცა, დედოფლის გადაწყვეტილებით კამილა არა უელსის პრინცესა, არამედ დედოფალი კონსორტი გახდა. სამეფო ოჯახთან დაკავშირებული პირები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით დედოფალმა ხალხის პრინცესას ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
 
რას ნიშნავს კამილას ახალი ტიტული – დედოფალი კონსორტი და რა ევალება მას
 
აღსანიშნავია, რომ დედოფალი კონსორტი და დედოფალი სრულიად განსხვავებული ტიტულებია.
 
დედოფალი კონსორტი – სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „კანონიერი მეფის ცოლი”. ინგლისსა და სხვა მონარქიულ სახელმწიფოებში კონსორტი ეწოდება ადამიანს რომელიც არის მონარქის მეუღლე და თავად მონარქი არაა.

შესაბამისად, კამილას  უპირველესი მოვალეობა ჩარლზის მორალური მხარდაჭერაა – ის ყველა საჯარო ღონისძიებაზე მეუღლის გვერდით უნდა იყოს.

 დედოფალი კონსორტი თითქმის უუფლებოა – ის არ იზიარებს იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც მეფე ჩარლზს აქვს. კამილას არ შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.  ასევე, დედოფალ კონსორტს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე ნებისმიერი შინაარსის კომენტარის გაკეთება ეკრძალება. 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge