Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeპუტინი შეშფოთებულია, რომ ჩინოვნიკები უფრო ხშირად და უფრო მეტ ალკოჰოლს სვამენ -...

პუტინი შეშფოთებულია, რომ ჩინოვნიკები უფრო ხშირად და უფრო მეტ ალკოჰოლს სვამენ – „მედუზა“

spot_imgspot_img

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსი ჩინოვნიკები ალკოჰოლურ სასმელებს უფრო მეტად და უფრო ხშირად სვამენ, რაც პრეზიდენტ პუტინს ძალიან აშფოთებს.

ამის შესახებ კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით რუსულენოვანი გამოცემა „მედუზა“ წერს.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ალკოჰოლიზმის პრობლემის და პარალელურად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის შესახებ პუტინის განცხადებებზე, რომლებიც მან აგვისტოში გააკეთა ვლადიმირის და კიროვის ოლქების გუბერნატორებთან შეხვედრისას.

„მედუზა“ წერს, რომ ეს ორი ოლქი არ არის რუსეთის იმ რეგიონებს შორის, სადაც ალკოჰოლიზმის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლებია, ამიტომ, პუტინის განცხადებებმა გუბერნატორები გააკვირვა.

„მედუზას“ ორი წყაროს თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები გამოწვეული იყო არა სტატისტიკით, არამედ ზოგადი ვითარებით, რადგან უკრაინაში ომის ფონზე, რუსი ჩინოვნიკები უფრო მეტს და უფრო ხშირად სვამენ და პუტინს განსაკუთრებით აშფოთებს უახლოესი გარემოცვის ზოგიერთი წარმომადგენლის მდგომარეობა.

„ხალხი თებერვლიდან სტრესს ასე იხსნის. მინისტრები, მათი მოადგილეები, ზოგიერთი ვიცე-პრემიერიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს თანამშრომლები, სახელმწიფო კორპორაციების ხელმძღვანელების ნაწილი, გუბერნატორები“, – უთხრა „მედუზას“ კრემლთან დაახლოებულმა პირმა.

მისი და კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, სტრესის ძირითადი მიზეზია უკრაინაში შეჭრით და სანქციებით გამოწვეული ზარალი და არა მარცხი, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე განიცდის.

გამოცემის წყაროთა ცნობით, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჩინოვნიკებში ალკოჰოლის გამოყენებამ პუტინი მას შემდეგ შეაშფოთა, რაც ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ იკარგება, ზოგი კი, პრეზიდენტს ანგარიშებს გაუგებრად და არეულად აბარებს და ამას უკვე ყველა ხედავს. ამასთან, „მედუზას“ წყაროები ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ასეთი ხალხის სამსახურიდან გათავისუფლებას ჯერ არ აპირებს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge