Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeონის მუნიციპალიტეტში საჩხერის საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი საავადმყოფოს რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება

ონის მუნიციპალიტეტში საჩხერის საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი საავადმყოფოს რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება

spot_imgspot_img

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილე – ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან ერთად, ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებას გადაეცა.

შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას შორის უთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. რაც გულისხმობს ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის დროებით სარგებლობაში გადაცემას სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებისთვის.

ხელშეკრულების ფარგლებში შენობა-ნაგებობა სრულად გარემონტდება და აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურით.

ადგილზე ჩატარდება ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია.

ადგილობრივებს შეეძლებათ, ისარგებლონ გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით.

გეგმიური ამბულატორიული მომსახურება: ოჯახის ექიმი, გინეკოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ნევროლოგი, ტრავმატოლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, ანგიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი.

გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება: კლინიკაში 24 საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე იქნება რეანომობილი.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის, სახელმწიფო რწმუნებულის – პაპუნა მარგველიძის ინიციატივით ასევე სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის – მიხეილ ქამუშაძის, დირექტორის მოადგილის – ბესარიონ სიმონიშვილის და მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის ძალისხმევით.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge