Monday, September 26, 2022
spot_img
Homeომის 202-ე დღე - ვითარება უკრაინაში

ომის 202-ე დღე – ვითარება უკრაინაში

spot_imgspot_img

უკრაინული ძალები აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობენ. ბოლო 24 საათში, მათ კონტროლი ხარკოვის ოლქის კიდევ რამდენიმე დასახლებულ რაიონზე, მათ შორის, სოფელ ტერნოვოზეც აღადგინეს, რომელიც რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.

უკრაინელები წინ მიიწევენ ხერსონშიც, სადაც ოკუპანტებისგან 13 დასახლებული რაიონია გათავისუფლებული. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გაწმენდილია 6 000 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია.

განადგურებულია მტრის ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა. პანიკაში ჩავარდნილი ოკუპანტები მასობრივად ტოვებენ ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკსაც. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან რუსეთის ტერიტორიაზე 17 000 ადამიანი გადავიდა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge