Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა - ვინ მიიტანა პოლიციაში მკვლელების მიერ...

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა – ვინ მიიტანა პოლიციაში მკვლელების მიერ გადაგდებული ტელეფონი

spot_imgspot_img

Feedc-ის დამფუძნებლის 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 1 წელი გავიდა.

ნიკოს დედა, იზა ომიაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

,,ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან, ერთი წლის წინ 15 სექტემბერს ქალაქის შუაგულში ჩემს შვილს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ტერორისტული აქტი მოუწყვეს, ესროლეს მის ნიჭს, წარმატებას, ესროლეს მის სურვილს, მისივე შექმნილი სოციალური მედია პლათფორმით “Feedc”-ი საკუთარი ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე დაეტანა, ასროლინეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა, არქიფო სეთურის შთამომავლებმა, ბერბიჭაშვილებმა, მათ ხომ სექტემბერი კარგად აქვთ დაცდილი, შეუმდგარი, სულგაყიდული ახალგაზრდები ლაჩრულად ზურგიდან მიუშვეს!

ესროლეს მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან იმავე წუთს ნიკოს ტრაგედია ათასობით ადამიანის პირად ტრაგედიად იქცა, იმ ადამიანებისთვისაც კი ვინც ნიკო თავისი საქმით ტრაგედიის მერე გაიცნო, მუხლმოდრეკით მადლობას გიხდით ვინც ჩვენთან ერთად აგერ უკვე ერთი წლის განმავლობაში გლოვობთ ნიკოს. მას შემდეგ ყოველი გათენებული დღე არის ჩემი ოჯახისთვის 15 სექტემბერი, ყოველ დღეს სწორედ ისე მეფლითება მთელი სხეული როგორც ჩემს შვილს დაუფლითეს ქვეყნის მტრებმა!”, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

იზა ომაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს, მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებით პირადად დაინტერესდეს.

,,ბატონო პრემიერო, თქვენ პირადად მოგმართავთ და გთხოვთ, ფიქრით ხუთი წუთით განიცადეთ ის ტკივილი როგორი ტკივილითაც ჩვენი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობს, პირადად დაინტერესდით! საქმე მკვლელობიდან მეორე დღესვე ორმა ღირსეულმა მოქალაქემ, ტაქსის მძღოლმა გახსნა, როდესაც მკვლელების მიერ გადაგდებული მობილური ტელეფონი პოლიციაში წარადგინა, არსებობს უამრავი ოპერატიული მასალა, მოწმეთა და თანამზრახველთა ჩვენება, მაგრამ დღემდე საქმეს არ მიეცა სწორი მიმართულება…

 

ჩემო წამებით გასულო შვილო ამ ქვეყნიდან, ჩემო ნიკო, მადლობა იმ ოცდაორი ძვირფასი წლისთვის, მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის რომელიც ჩვენს ოჯახში შენი მოვლინებით შემოიტანე, და იმ სიძლიერისთვის, რაც შენი იმიერში გადანაცვლებით დაგვიტოვე, ბერი პაისი ამბობს, ნაადრევად ზეცაში გასული შვილები, ღირსეულ მშობლებს სამოთხის კართან რიპიდებით ხვდებიანო უკვე წარმომიდგენია ის დღეც.

ისე დედებო თუ ციხეში მყოფი შვილები გენატრებათ სანუგეშოთ ნიკოს საფლავზე გელით.

“ვფიქრობ, ფიქრში ვიძირები,
ვეღარ ვუძლებ ტკივილებს,
სიზმარში ვარ,
თავს ვიტყუებ, მერე ისევ ვიღვიძებ.
მელანდება? კლავს გველეშაპს,
აგერ თავიც გაგორდა,
ხოდა სანამ აქოთდება,
გამოვფხიზლდეთ რა მოხდა!”

შენი დედა”, – წერს იზა ომაძე.

გასული წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება ჰქონდათ წაყენებული.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge