Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeნეკა დოროყაშვილის მორიგი სკანდალური ჩვენება - რა თქვა ამჯერად სასამართლოზე მოდელმა

ნეკა დოროყაშვილის მორიგი სკანდალური ჩვენება – რა თქვა ამჯერად სასამართლოზე მოდელმა

spot_imgspot_img

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბრალდებულის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილს ჰკითხავენ. ის ორივე მხარის კითხვებს პასუხობს.

პარალელურად, აჩვენებენ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდების მხარის შეფასებით, ძალადობის ფაქტებს ადასტურებს.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს შინაარსს, როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტი მასსა და სპორტსმენს შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც 17 ჩოგანი იდო.

„გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან,” – განაცხადა დოროყაშვილმა სასამართლოზე.

ადვოკატის მტკიცებით, დაზარალებული, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ცრუ ბრალდებებს აყენებს, შესაბამისად დაცვა ელოდება, რომ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებაში სპორტსმენს გაამართლებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი სხდომას დისტანციურად ესწრება.

საპირისპირო მოლოდინი აქვს თავად დოროყაშვილს და პროკურატურას.

“საქმეში არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება, ვიდრე უნდა იყოს ზოგადად ძალადობის კონკრეტულ საქმეებში. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპი და დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა გავაკეთებ კომენტარს სრულად,” – განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge