Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeმცხეთა-მთიანეთში, ქრთამის აღებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

მცხეთა-მთიანეთში, ქრთამის აღებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

spot_imgspot_img

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიიდან კაკლის ხის უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge