Saturday, October 1, 2022
spot_img
Home„მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები“ - სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს...

„მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები“ – სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება

spot_imgspot_img

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება. 

ამ ქონების ჩამონათვალშია ძვირად ღირებული სახლები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები და სხვადასხვა ქონება. მათ შორის დაყადაღებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში, სასტუმრო „ხირსა“ ქალაქ სიღნაღში, მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში, მცხეთასა და ბორჯომში.

ცნობილი ხდება, ისიც რომ გოგაშვილის საკუთრებაში იყო 15-ზე მეტი ძვირად ღირებული ავტომანქანა.

18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge