Sunday, October 2, 2022
spot_img
Homeმედია სწავლება სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკით დაინტერესებული მოქმედი და მომავალი ჟურნალისტებისთვის

მედია სწავლება სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკით დაინტერესებული მოქმედი და მომავალი ჟურნალისტებისთვის

spot_imgspot_img

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2022 წლის 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ჟურნალისტებისთვის მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2022“ (Noble Response 2022) გამართავს.

პროექტის მიზანი, რთულად პროგნოზირებადი საინფორმაციო გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჟურნალისტების, რეპორტიორებისა და ოპერატორების გადამზადებაა.

მონაწილეობის მსურველები 4 დღის განმავლობაში, 2022 წლის 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით სრულად, 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან სწავლების პროცესში.  განთავსდებიან იმ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სწავლების ჩატარება. შესაბამისად, სწავლების მონაწილეები 4 დღით მოწყდებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.

სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

პრაქტიკული ნაწილი რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს „თავსატეხებით“ მოამარაგებენ. ასევე, შეუქმნიან ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს.

სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 8 სექტემბერს და გაგრძელდება 20 სექტემბრის 17.00 საათამდე. სულ შეირჩევა 20 კანდიდატი.

სწავლებაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ჟურნალისტებს, რეპორტიორებს, ტელე-ოპერატორებს და ფოტორეპორტიორებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

• ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელსაც უმუშავია ან დაინტერესებულია უსაფთხოების და თავდაცვის თემატიკით.

• ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მედიასაშუალების შტატიანი ან ხელშეკრულებიანი თანამშრომელია;

• მედია სწავლებაში მონაწილეობის მიღებას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც შეძლებენ.

სწავლებაში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტმა, რეპორტიორმა, ფოტო-რეპორტიორმა, ოპერატორმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

﹣ პირადობის მოწმობის ასლი;
﹣ ორი ფოტო სურათი ¾ (მათ შორის ელ-ვერსიაც);
﹣ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა #100);
﹣ რეზიუმე (CV);
﹣ სამოტივაციო წერილი;

საბუთების გადარჩევის შემდეგ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგებთან;

ინფორმაცია და დოკუმენტაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ან ჩააბაროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში.

მისამართი, დ. უზნაძის ქუჩა #117 ა;

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მობილურზე: 599512320 მაკა კევლიშვილი

გთხოვთ, გამოგზავნილი წერილის სათაურად მიუთითოთ „მედია-სწავლება2022“.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge