Sunday, December 4, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარირელიგიამამა გაბრიელის აქამდე უცნობი ისტორია - ნახეთ და გაავრცელეთ ყველამ

მამა გაბრიელის აქამდე უცნობი ისტორია – ნახეთ და გაავრცელეთ ყველამ

spot_imgspot_img

“ერთხელ, ღამით მამა გაბრიელს თავს მძარცველი დაესხა და ფული მოსთხოვა. ყველაფერი მისცა, რაც ჰქონდა. მან კი მის მკერდზე ჩამოკიდულ სამღვდელო ჯვარს ჰკიდა ხელი. “რად გინდა ჩემი ჯვარი?” – ჰკითხა მამა გაბრიელმა. “გავყიდი”, – უპასუხა ბანდიტმა. ძმაო, ფულს ვიშოვი, სადაც მეტყვი, იქ მოგიტან, თორემ ეს ჯვარი სიკეთეს არ მოგიტანსო. მან პასუხად სილა გააწნა და ჯვარი ჩამოჰგლიჯა, ჯაჭვი გაწყვიტა.

სამი დღის მერე უცნობმა კაცმა ეს ჯვარი, თავისი გაწყვეტილი ჯაჭვით, მამა გაბრიელს მიუტანა და ყიდვა შესთავაზა. “საიდან გაქვს ეს ჯვარი?” – ჰკითხა არქიმანდრიტმა. “ჩემი მეგობარი ავარიაში მოხვდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. ჯიბეში ჯვარი ვუპოვეთ და მისი გაყიდვა გადავწყვიტეთ დასამარხი ფულისთვის”.

მამა გაბრიელმა უამბო, რაც მოხდა. მაშინ იმ კაცმა უთხრა, – “დაიბრუნე შენი ჯვარი, შენი ფული არ გვინდაო”.

დაიწყეს კამათი. ბოლოს, მამა გაბრიელმა ჰკითხა: – სად ასვენია მიცვალებული? სიკვდილის შემდეგ ჯვარი რომ დამიბრუნა, ამიტომ მივალ და წესს ავუგებო. მაგრამ დამფრთხალმა კაცმა ცივად დადო მაგიდაზე ჯვარი და სწრაფად წავიდა.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!