Sunday, September 25, 2022
spot_img
Home,,კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდება" - ჯანმო

,,კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდება” – ჯანმო

spot_imgspot_img

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვალების სტატისტიკის შემცირების ფონზე, პანდემია დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახებ reuters-ი წერს.

მისივე განმარტებით, WHO-ს მიერ პანდემიის დასრულებულად გამოცხადება ჯერაც ნაადრევია, თუმცა აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მსოფლიო ამ მიზანს საკმაოდ მალე მიაღწევს.

„მარათონი ფინიშის ხაზის გამოჩენასთან ერთად არ სრულდება, სირბილი მის გადაკვეთამდე უნდა გაგრძელდეს. ამ მიზნის მიღწევისთვის უკანასკნელი ძალები უნდა მოვიკრიბოთ. პანდემიის დასასრულთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, – თქვა ტედროს ადანომ გებრეისუსმა

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge