Wednesday, September 28, 2022
spot_img
Homeკობახიძე ISFED-ზე და TI-ზე: მათი ადგილი ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში,...

კობახიძე ISFED-ზე და TI-ზე: მათი ადგილი ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, ისინი აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ბოლომდე დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები

spot_imgspot_img

ISFED-ი ორჯერ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ორჯერ ჩაუვარდა ეს განზრახვა, საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე იდგა სცენაზე და ჩართული იყო არჩევნებთან დაკავშირებულ პი-ვი-ტის გაყალბების კამპანიაში. მათი ადგილი ბუნებრივია ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, იმიტომ, რომ ისინი აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ბოლომდე დაპოზიციონირდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ისინი პირდაპირ გამოდიოდნენ პოლიტიკური მოთხოვნებით, ISFED-ი ჯერ პი-ვი-ტის აყალბებდა და ამით იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და მერე პირდაპირ დადგა სცენაზე და დააყენა მთავრობის გადადგომის პოლიტიკური მოთხოვნა, საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე იდგა სცენაზე და ჩართული იყო არჩევნებთან დაკავშირებულ პი-ვი-ტის გაყალბების კამპანიაში.

„ISFED-ი ორჯერ იყო ჩართული რევოლუციურ პროცესებში და ორჯერ ჩაუვარდა ეს განზრახვა. ამის შემდეგ საზოგადოებისთვის მე მგონი ბოლომდე გასაგებია, რატომ ვერ ჩაერთვება. პი-ვი-ტი გააყალბა და მერე სცენაზე დადგა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. მშვენიერაძეს და ა.შ. აღარ ვთვლი.

მეორე არის საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც ასევე იდგა სცენაზე და ჩართული იყო არჩევნებთან დაკავშირებულ პი-ვი-ტის გაყალბების კამპანიაში. მათი ადგილი ბუნებრივია ვერ იქნება ვერც ერთ სამუშაო პროცესში, იმიტომ, რომ ისი აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, დაპოზიციონირდნენ ბოლომდე, როგორც პოლიტიკური პარტიები.

ერთადერთი, რაც განასხვავებს მათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ეს არის სიმდიდრე, ისინი არიან უფრო მდიდრები, ვიდრე სხვები. რეპუტაცია საზოგადოებაში აქვთ ძალიან დაბალი, კომპეტენცია, კვალიფიკაცია აქვთ ძალიან დაბალი, ასეთ პირობებში არ მგონია საზოგადოებისთვის რაიმე ფორმით იყოს დასანანი ან ISFED-ის, ან TI-ის არ ჩართვა სამუშაო პროცესებში” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge