Monday, September 26, 2022
spot_img
Home„კინწისკვრით გავაგდეთ პარტიიდან“ - რატომ გარიცხეს სააკაშვილის მხარდამჭერი გიორგი ჩალაძე ენმ-დან?

„კინწისკვრით გავაგდეთ პარტიიდან“ – რატომ გარიცხეს სააკაშვილის მხარდამჭერი გიორგი ჩალაძე ენმ-დან?

spot_imgspot_img

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი გიორგი ჩალაძე პარტიიდან ორჯერ გარიცხეს.

„პარტიის ოფისის შტურმის წინა დღეს, როცა ნიკა მელიას იცავდა ათასზე მეტი ადამიანი, კინწისკვრით იქნა გაგდებული პარტიიდან ინტრიგნობისათვის. დროზე რომ თქმულიყო ეს, ვერ გაბედავდა თავისი ჩვეული ინტრიგნობის გაგრძელებას. ბოლოს მეორეჯერ იქნა გაგდებული კინწისკვრით ორიოდე თვის წინათ, როცა გაბედა და “შემოიხედა” პარტიის ოფისში.

2019 წლის 23 თებერვალს, პარტიის ოფისის შტურმის დაწყებამდე, გაგდებული იქნა პარტიის ოფისიდან და მისი ხელმეორე სტუმრობა სამი წლის შემდეგ, იგივე შედეგით დამთავრდა. მიშას თანამებრძოლის როლი მოირგო და ამდენი წელი თავს ვიკავებდით ამ კრეტინი ვირეშმაკას შესახებ ღიად საუბარზე“, – წერს რომან გოცირიძე.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge