Wednesday, September 28, 2022
spot_img
Homeირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, არჩევნები დიდ უბნებზე ელექტრონული წესით ჩატარდეს, მცირე უბნებზე...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, არჩევნები დიდ უბნებზე ელექტრონული წესით ჩატარდეს, მცირე უბნებზე კი არა

spot_imgspot_img

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, არჩევნები დიდ უბნებზე ელექტრონული წესით ჩატარდეს, მცირე უბნებზე კი არა.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივის შემდეგ, 10% და 20%-ზე კითხვები მოიხსნება.

„ჩვენ რატომ ვამბობთ 70%-ს, სავარაუდოდ, ბევრად მეტი იქნება, 80%-90%, მაგრამ იქნება მცირე საარჩევნო უბნები, სადაც აპარატურის დანერგვა უბრალოდ ხარჯეფექტიანიც არ არის. არამარტო საზღვარგარეთ, საქართველოშიც არის 30 ამომრჩევლისგან შემდგარი უბნები. იქ არ არის რაციონალური ელექტრონული აპარატურის დანერგვა, მითუმეტეს, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა მთლიანობაში არის ძალიან მცირე. დაახლოებით 10%-ზე იქნება რეალურად საუბარი. როგორც კი 70%-80%-90%-ში დაინერგება ეს აპარატურა, ბუნებრივია, 10% და 20%-ზე კითხვები მოიხსნება. რაც შეეხება საზღვარგარეთ უბნებს, იქ ხშირად 10-20 კაცი აძლევს ხმას უბანზე, იქაც შეიძლება ამის გაკეთება, თუმცა, რამდენად ხარჯეფექტიანი იქნება იქ აპარატურის ჩატანა, როდესაც ამომრჩეველთა რაოდენობა დიდი არ არის… ვნახოთ, ბუნებრივია, ყველაფერზე იქნება მსჯელობა. დიდ უბნებზე შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული წესით, მცირე უბნებზე კი არა“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება” საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. ინიციატივის თანახმად, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge