Wednesday, September 28, 2022
spot_img
Homeინდოეთში ქალი თავისი ქორწილის დღეს ტირილით მოკვდა

ინდოეთში ქალი თავისი ქორწილის დღეს ტირილით მოკვდა

spot_imgspot_img

ინდოეთში ახალგაზრდა ქალი თავის ქორწილის დღეს ტირილით მოკვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ინციდენტი საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ე.წ. „ბიდააის“ რიტუალის შესრულებისას მოხდა, როდესაც გათხოვილი ქალი მშობლების ოჯახს ემშვიდობებოდა.

რიტუალი ინდოეთში ტრადიციულად მოთქმითა და ტირილით ტარდება. მოულოდნელად ატირებულმა პატარძალმა გონება დაკარგა და იატაკზე დაეცა. ექიმებმა დაადგინეს, რომ მას გული გაუჩერდა. სიკვდილი სავარაუდოდ ძლიერი სტრესით იყო გამოწვეული.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge